www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბათოს-შიფინგი
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

შპს "ბათოს-შიფინგი" დაარსდა 1995 წელს და დაარსების დღიდან დღემდე ეწევა აქტიურ საქმიანობას სატრანსპორტო მიმართულებით. კომპანიის მომსახურებაში შედის საზღვაო, სარკინიგზო, საკონტეინერო, სახმელეთო გადაზიდვები. კომპანია უზრუნველყოფს ყველა სახის მომსახურებას: გემიდან გადმოტვირთვას ვაგონებზე, მანქანებზე, კონტეინერის გახსნას და ტვირთის ვაგონში ჩატვირთვას, ტვირთის ექსპედირებას და გემების აგენტირებას, ტვირთის გაგზავნას ნებისმიერი მიმართულებით (შუა აზია, დსთ-ს ქვეყნები, საქართველოს ტერიტორია).

ჩვენი კომპანია ორიენტირებულია, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ პარტნიორებზე. ვმუშაობთ ტვირთის საქართველოში შემოტანასა და ასევე უცხოეთში გაგზავნაზე (ექსპორტი/იმპორტი).

შპს "ბათოს-შიფინგი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

დეპარტამენტი: საერთაშორისო და ადგილობრივი გაყიდვების დეპარტამენტი
ანგარიშვალდებულება: დირექტორის წინაშე

ძირითადი მოვალეობები:

** კორპორატიული მომხმარებლების მოძიება, ბაზების შექმნა და მუდმივი განახლება;
** პოტენციური მომხმარებლებისთვის კონკრეტული შეთავაზების მომზადება, შეხვედრის ჩანიშვნა და პრეზენტაციის ჩატარება;
** არსებული მომხმარებლებისთვის კომპანიის სხვადასხვა პროდუქტების შეთავაზება და რიგ შემთხვევებში მოთხოვნის შესაბამისი პაკეტის შექმნა;
** უცხოურ შემკვეთებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია;
** საერთშორისო გაყიდვების დაგეგმარება და ორგანიზება;
** მომხმარებლების მოძიება და მათთან მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** დამკვეთი კომპანიების რეზერვაციებზე მუდმივი მონიტორინგი;
** გაყიდვების შემდგომი კომუნიკაცია;
** ყოველდღიური რეპორტინგი შესრულებული სამუშაოს შესახებ.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მსგავსი მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების (MS Office, Word, Excel, PowerPoint, Microsoft Outlook) ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: cargo@batos-shipping.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |