www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: Tescoma
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 3 ოქტომბერი

საფირმო მაღაზიათა ქსელი "Tescoma" ეძებს საკუთარი გუნდისთვის აქტიურ, კომუნიკაბელურ და მიზანდასახულ გოგონებს, 20-დან 35 წლამდე, მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: სავაჭრო ცენტრი "ისთ ფოინთი".

შენ გელოდება საინტერესო სამსახური და დიდი შესაძლებლობები!

შენ იდეალურად გვერგები, თუ:

** ცხოვრობ აქტიური ცხოვრების წესით;
** ფლობ კარგ კომუნიკაციურ უნარ-ჩვევებს, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა;
** გულწრფელად უდგები ყველა გამყიდველს და მათ მოთხოვნებს;
** ფლობ უცხო ენებს - ინგლისურს/რუსულს და სხვა;
** მზად ხარ მიიღო ახალი ცოდნა, გაიზარდო და განვითარდე ჩვენს ქსელთან ერთად;
** ყოველთვის ხარ კარგ ხასიათზე და პოზიტიურად ხარ განწყობილი ყველასთან მიმართებაში!

არ არის აუცილებელი, მაგრამ უპირატესობას მოგანიჭებს, თუ:

** გაგაჩნია გამოცდილება გაყიდვებში;
** გიმუშავია პროგრამაში 1C.

ჩვენთან შენ შეძლებ:

** იმუშაო მალე განვითარებად მაღაზიათა ქსელში, ოფიციალური გაფორმებით;
** მიიღო კონკურენტუნარიანი ხელფასი და პრემიები ზუსტად განსაზღვრულ დროსა და რიცხვში;
** იმუშაო კომფორტული გრაფიკით
** იმუშაო ხარისხიან და პრესტიჟულ სავაჭრო ცენტრებში, ლამაზ და თანამედროვე მაღაზიაში და რაც მთავარია ხარისხიან პროდუქციასთან;
** მიიღო შესაძლებლობა გაიზარდო კარიერულად და მართო მაღაზია!

რას აკეთებენ თანამშრომლები:

** პირველ რიგში ასრულებენ გაყიდვების გეგმებს;
** სიხარულით და გულწრფელად ხვდებიან ყოველი სტუმარს რომელიც შემოდის მაღაზიაში;
** აქტიურად მუშაობენ სავაჭრო დარბაზში, უწევენ კონსულტაციას და ეხმარებიან არჩევანში;
** იცავენ სისუფთავეს მაღაზიაში;
** ღებულობენ პროდუქციას და ლამაზად აწყობენ მას თაროებზე;
** მუშაობენ სალაროსთან;
** კვირაში ერთხელ ცვლის გადაბარებისას, ატარებენ ინვენტარიზაციას.

თუ ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი შენზე წერია, გამოაგზავნე შენი რეზიუმე და დაელოდე ჩვენს ზარს!

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ფოტოსურათი ელ.ფოსტაზე: tescoma.hr@gmail.com

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |