www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ბარგავა ფიტოლაბი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

ფარმაცევტული კომპანია "Bhargava Phytolab Pvt. LTD" მოღვაწეობს 1920 წლიდან და არის აზიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე, ხარისხზე ორიენტირებული ფიტო-მწარმოებელი კომპანია, რომელიც ჰომეოპათიური ტექნოლოგიით აწარმოებს მცენარეულ სამკურნალო და კოსმეტიკურ პროდუქციას. წარმოება ფლობს GMP და ISO სტანდარტებს და დღეისთვის კომპანიის პროდუქცია დარეგისტრირებულია და გაყიდვაშია მსოფლიოს 29 ქვეყანაში, მათ შორის კანადაში, აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში.

"Bhargava Phytolab Pvt. LTD"-ის ფილიალი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქტების პრეზენტაცია შუალედურ და საბოლოო მომხმარებელთან
** პორთფელში არსებულ პროდუქტებზე სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და შესრულება
** შუალედურ მომხმარებელთან მყარი და ხანგრძლივი ურთიერთობების აწყობა
** რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელი პირის წინაშე მიმდინარე საქმიანობის, მიღწეული პროგრესის, ცვლილებების, და/ან სამოქმედო გეგმის შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** კომუნიკაბელურობა, გამართული მეტყველების და პრეზენტაციის კარგი უნარი
** ორგანიზებულობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, პასუხიმგებლობის მაღალი გრძნობა
** ინიციატივის გამოჩენის უნარი, შედეგზე ორიენტირებულობა
** შეცვლილ გარემოში ადაპტირების და გადაწყვეტილების მიღების უნარი გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** ქვეყნის მასშტაბით თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა.
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** სასურველია სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო გრაფიკი: დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე.

ანაზღაურება:

გამოსაცდელ პერიოდში: 400 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით.
** გამოსაცდელი პერიოდის შემდგომ - ანაზღაურება მოიმატებს თანამშრომლის ეფექტურობის ექვივალენტურად.
** გამოსაცდელი პერიოდის შემდგომ თანამშრომელი ჩაერთვება საბონუსე სისტემაში. ბონუსის მოცულობა დამოკიდებულია მიღწეულ შედეგებზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ CV ფოტოთი შემდეგ მისამართზე: k.jakhua@bhargavaphytolab.com

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |