www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი ეზოს ატრაქციონების შეძენაზე
მომწოდებელი: CENN
თანდართული ფაილი: 76711_cenn_tender_rides_1017583.zip
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

"CENN" აცხადებს ტენდერს ეზოს ატრაქციონების შეძენასთან დაკავშირებით.

დეტალური ინფორმაცია გამოცხადებულ ტენდერზე შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი:

** მოთხოვნილი ატრაქციონების მოწოდება და მითითებულ მისამართზე მონტაჟი;
** სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა.

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2020 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით (18:00 საათი), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: keti.terdzishvili@cenn.org

სატენდერო წინადადება აუცილებლად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

** კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი (სავალდებულოა);
** მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება (ხარჯთაღრიცხვა, ფასი დღგ-ს ჩათვლით, სავალდებულოა);
** 2020 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (სავალდებულოა).

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.

სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

** მომსახურების ფასი;
** მომსახურების პერიოდი;
** განაცხადის ტექნიკური შესაბამისობა;
** შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება).

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქეთი თერძიშვილი
მობილური: +995 599 38 81 05
ელ. ფოსტა: keti.terdzishvili@cenn.org
ვებ-გვერდი: www.cenn.org



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |