www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მტვირთავი
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

კომპანია "ჯიბე Cash & Carry" აცხადებს ვაკანსიას მტვირთავის პოზიციაზე, შემდეგ ქალაქებში: ზუგდიდი, ზესტაფონი, თბილისი (ნავთლუღი, თემქა).

"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.

სამუშაო გრაფიკი: სრული.

მტვირთავის ფუნქცია-მოვალეობები:

** რეალიზებული პროდუქციის მომხმარებლის სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვა;
** მაღაზიის საწყობში პროდუქციის მიღების დროს სატრანსპორტო საშუალებიდან პროდუქციის ჩამოტვირთვა, შესაბამისი პასუხისმგებელი პირის მითითებების საფუძველზე;
** მაღაზიის მიმღები ნაწილიდან სავაჭრო დარბაზში პროდუქციის გადატანა, შესაბამისი სექციის კონსულტანტების დახმარება სასაქონლო მარაგების თაროებზე განლაგების დროს;
** საჭიროების შემთხვევაში, სატვირთო მანქანისთვის გაყოლა და მომხმარებელთან პროდუქციის ჩამოტვირთვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა: ფიზიკურად დატვირთული სამუშაოსთვის მზაობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან საკონტაქტო ინფორმაცია, მისამართზე: hr@jibe.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |