www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრომოუტერი/კონსულტანტი
მომწოდებელი: Ecomix
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 2 ნოემბერი

შპს "Ecomix" - სამშენებლო მასალების მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია - აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის/კონსულტანტის თანამდებობაზე, თბილისის სავაჭრო ცენტრში.

ვაკანსია განკუთვნილია მამრობითი სქესის წარმომადგენლებისათვის.

სამუშაო ადგილი: შპს "ბი ემ სი გორგია", "დომინო", "ზოდი", "მიჰაუსი"
სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 6 დღე)
ანაზღაურება: 400 ლარი + გამომუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 18-დან 35 წლამდე
** საშუალო განათლება აუცილებელია
** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა (სასურველია)
** სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა (სასურველია).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** ფიზიკურად მუშაობის უნარი
** გაყიდვების და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** თავდაჯერებულობა და მოტივირებულობა
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა
** პროდუქტის საფუძვლიანად შესწავლის უნარი

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტების მოთხოვნების გაგება, პროდუქციის შეთავაზება, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** კლიენტებისგან შეკვეთის მიღება და პროდუქციის მიწოდების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
** გაყიდვების ხელშეწყობა, პროდუქციის განთავსება თვალსაჩინო ადგილას, მომხმარებლის ყურადღების მიპყრობა პროდუქციაზე;
** კონკურენტების ანალიზში მონაწილეობის მიღება, მათი შეთავაზებების, მომსახურების და პროდუქციის შესწავლა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე და პასპორტის ზომის ფოტოსურათი, ელექტრონულ მისამართზე: ecomixgeo@gmail.com (გთხოვთ, ელფოსტის გამოგზავნისას მიუთითოთ პოზიციის დასახელება).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |