www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური სერვისის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 12 ნოემბერი

კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სერვისის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული დავალებების ტექნიკოსებისთვის გადანაწილება/მონიტორინგი;
** ტექნიკოსებისთვის საჭირო ინფორმაციის დროულად მიწოდება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული საქმისწარმოება;
** 1C პროგრამაში საჭირო ინფორმაციის პროგრამულად ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |