www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცერი
მომწოდებელი: ფინანსური ბიურო
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 13 ნოემბერი

"ფინანსური ბიურო" საქართველოში სესხების ყველაზე მსხვილი პორტფელის მქონე კომპანიაა, რომელიც ფინანსური ორგანიზაციებისგან შეისყიდის სესხებს და მომხმარებლებს მათ სრულად დაფარვაში ეხმარება.

"ფინანსური ბიურო" საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 20 ფილიალს და 700-მდე თანამშრომელს.

ფინანსური ბიურო აცხადებს ვაკანსიას ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცრის პოზიციაზე, ქვემო ქართლის რეგიონში - რუსთავსა და მარნეულში.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00-მდე; შაბათი 10:00-დან 13:00-მდე.

სამუშაოს აღწერა:

** დავალიანების დაფარვის მიზნით კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და მოლაპარაკებების წარმართვა;
** პრობლემური სესხების მოგვარება და მათი აღმოფხვრისათვის საჭირო გზების ძიება;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
** კლიენტების და თავდები პირების ქონების შესახებ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
** ჯგუფის უფროსის სხვა დავალებების შესრულება; (კომპეტენციის ფარგლებში).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, MS Outlook).

კომპეტენციები და უნარები:

** მსესხებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: fbvacancy@fbureau.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცერი" და თქვენი ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |