www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი აუდიტორი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 12 ნოემბერი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას, შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტის სამმართველოს მთავარი აუდიტორის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: აუდიტი
ანაზღაურება: შეთანხმებით(პროფესიული უნარების და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად)
მდებარეობა: თბილისი

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით;

ფუნქციები და მოვალეობები:

** შიდა აუდიტის წლიური გეგმით დამტკიცებული აუდიტის განხორციელება:
** აუდიტის მეთოდოლოგიის, პრინციპების, სტანდარტებისა და ეთიკის კოდექსის დაცვა;
** აუდიტის მომზადება;
** აუდიტის დაგეგმვა;
** აუდიტორული შემოწმება;
** აუდიტორული ანგარიშის მომზადება (ანგარიშის პროექტის მომზადება, რეკომენდაციების
** მატრიცის შექმნა, აუდიტის ობიექტთან შეხვედრა);
** გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
** ნაკლოვანებებისა და დარღვევების ტიპების მიხედვით დაჯგუფება და სტატისტიკის მომზადება;
** აუდიტის შედეგების დოკუმენტირება (ელექტრონული და ბეჭდური ფაილებით);
** შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების მომზადებისას სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა და ცალკეული დავალებების შესრულება;
** შიდა აუდიტის სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, მონაცემების ანალიტიკური და სტატისტიკური დამუშავება - დაჯგუფება;
** შემოსული წერილების, შეტყობინებების, განცხადებების, საჩივრების კომპეტენციის ფარგლებში განხილვა, შესწავლა, დასკვნის მომზადება;
** შიდა აუდიტთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და მონაწილეობის მიღება;
** ორგანიზაციის დებულებით, სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულება;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

სამუშაოს მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამართლის, სოციალური მეცნიერებების ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** შესაბამის სფეროში არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება;
** კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
** სასურველია აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და სტანდარტების ცოდნა;
** უპირატესობა ენიჭება საჯარო სექტორში შიდა აუდიტორის სპეციალობით ან/და შიდა აუდიტში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას ან/და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აუდიტორის სპეციალობით მუშაობის გამოცდილებას;

უნარები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაცია;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV ქართულ ენაზე) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მთავარი აუდიტორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |