www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: DentaShop
გამოქვეყნდა: 26 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 26 ნოემბერი

შპს "დენტაშოპი" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე ქ. თბილისში (კომპანიის კუთვნილი მოპედზე).

შპს "დენტაშოპი" ახორციელებს სტომატოლოგიური მასალების დისტრიბუციას და წარმატებით მუშაობს B2B სექტორში. ასევე მუდმივად ტარდება სასწავლო კონფერენციები და ლექციები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით და კლიენტებისთვის პროდუქციის ადგილზე მიწოდება
** რეალიზებული პროდუქტის ზუსტი აღრიცხვა
** ნაშთის აღრიცხვა და კომპანიაში დაბრუნება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მოპედის მართვის გამოცდილება;
** თბილისის ქუჩების კარგად ცნობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, მოტივირებული და ორგანიზებული.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება გამოსაცდელი პერიოდის (მინიმუმ 1 თვე, მაქსიმუმ - 3 თვე, დამოკიდებულია საქმიანობის შედეგებზე) განმავლობაში: 400 ლარიდან, კომპანიაში გრძელვადიანად დაწინაურების პერსპექტივით.
** საწვავის და საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურება
** საბონუსე სისტემა
** მუდმივი გადამზადება და წინსვლის პერსპექტივები
** კანდიდატები გაივლიან ერთ კვირიან სწავლების პერიოდს
** მეგობრული და ენერგიული თანამშრომლების გარემო
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
** სამუშაო ადგილი: თბილისი.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@dentashop.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "კურიერი".

შემოუერთდით "დენტაშოპის" ყველაზე ენერგიული და კომპეტენტური თანამშრომლების გუნდს!

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |