www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ადელანტე
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 9 დეკემბერი

საკონსულტაციო კომპანია "ადელანტე" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე ერთ-ერთი წარმატებული კომპანიისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმოში საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვა საქართველოს კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით;
** ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება;
** საგადასახადო და სხვა ვალდებულებების სრულად და დროულად შესრულების მონიტორინგი;
** საწარმოს მასშტაბით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის კუთხით გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით;
** დადგენილ ვადებში საბუღალტრო ანგარიშების შედგენა, საგადასახადო დეკლარაციების წარმოება და წარდგენა შესაბამის მარეგულირებელ ორგანოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
** ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაოს შეფასება, მათ მოტივირებასა და განვითარებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით);
** მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია წარმოებაში მუშაობის გამოცდილება;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამა FMG-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Office პროგრამების, განსაკუთრებით ექსელის ცოდნა.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 სთ;
** ანაზღაურება - 2000 ლარიდან 3000 ლარამდე (ხელზე ასაღები);
** სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ავჭალა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი "ადელანტეს" საიტზე: http://career.adelante.ge/Job/132 2020 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით.

შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები იქნება ყოველ კვირა ონლაინ რეჟიმში. მიღებული განაცხადები, შემოსვლისთანავე განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |