www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი მანქანის სამუხრუჭე ხუნდების შესყიდვაზე
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
თანდართული ფაილი: 83063_orinabiji_tender_brakes_9035602.zip
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

შპს "ორი ნაბიჯი" გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან მანქანის სამუხრუჭე ხუნდები.

გთხოვთ იხილოთ დანართი #1, სადაც წარმოდგენილი ფასები უნდა იყოს მითითებული ლარში დღგ-ს ჩათვლით.

შემოთავაზებასთან ერთად, გთხოვთ, მოგვაწოდოთ მისამართები, ანუ მომსახურების წერტილები, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით, ან გადმოაგზავნონ ელფოსტაზე: tenders@orinabiji.ge 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.
განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში, 10 საათიდან 18 საათამდე.

ტენდერის კატეგორია:

** 34300000 - ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის
** 34900000 - სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობა და სათადარიგო ნაწილები
** 50100000 - სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები.

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

1. კომპანიის სრული დასახელება
2. საკონტაქტო პირის სახელი და გვარი
3. მისამართი
4. ტელეფონი
5. საბანკო რეკვიზიტები
6. თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, პროდუქციის დასახელება, სპეციფიკაცია, ერთეულის ფასი დღგ-ს ჩათვლით
7. მიწოდების ვადა და პირობები
8. უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
9. ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
10. ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
11. ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
12. ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
13. ცნობა მომსახურე ბანკიდან, ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;
14. ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია (სასურველია რეკომენდატორების მითითება).

რეკვიზიტები:

ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: ვანო ჩარგაზია
ტელეფონი: +995 598 36 34 14
ელფოსტა: vano.chargazia@orinabiji.ge
მისამართი: "2 ნაბიჯი", ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41, თბილისი, 0113

შენიშვნები:

** შპს "ორი ნაბიჯი" უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ;
** შპს "ორი ნაბიჯი" გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;
** თუ პრედენდენტს არ შეუძლია გარკვეული ნაწილისა თუ სერვისის მოწოდება, შეუძლია გამოტოვოს გრაფა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |