www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: მიჰაუსი
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / განცხადების ვადა: 13 დეკემბერი

"ჰუალინგ ჯგუფმა" საქართველოში ინვესტირება 2007 წლიდან დაიწყო და 8 მსხვილი საინვესტიციო პროექტი განახორციელა. სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მისთვის ახალი პროექტია. ჰიპერმარკეტი ამიერკავკასიაში პირველია მისი ფართობით, რომელიც მომხმარებელს განსხვავებულ საინტერესო კონცეფციას სთავაზობს.

სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი "მიჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში შემოსული პროდუქციის მიღება და დასაწყობება;
** საწყობში შემოსული პროდუქციის მითვლა;
** საწყობში შემოსული პროდუქციის მდგომარეობისა და ვადების შემოწმება;
** წუნდებული პროდუქციის აღრიცხვა.
** გასაცემი პროდუქციის მომზადება და მისი სწორად გაცემის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასაწყობე ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** შესაბამის ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (პორტფოლიო სასურველია) არაუგვიანეს 2020 წლის 13 დეკემბრისა, ელექტრონულ მისამართზე: jobs@mihouse.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს, არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |