www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: G&A Group
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

შპს "G&A Group"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორც-პროდუქტების იმპორტს და "რერა"-ს ბრენდის ნახევარფაბრიკატების წარმოება-დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.

შპს "G&A Group" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა 29.
განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათს ნახევარი დღე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ძირითადი საშუალებების რეესტრის პროგრამული წარმოება და კონტროლი;
** შესყიდვის ოპერაციების აღრიცხვა, მათ შორის იმპორტის;
** დებიტორული და კრედიტორული ნაშთების მონიტორინგი, შედარების აქტების უზრუნველყოფა;
** წარმოების ოპერაციების ბუღალტრული ასახვა და მონიტორინგი;
** მარკეტინგული და სხვა მომსახურებების კალკულაცია და ბუღალტრული ასახვა;
** პირველადი დოკუმენტების დამუშავება და ბუღალტრულ პროგრამაში ასახვა;
** სხვა საბუღალტრო ოპერაციების წარმოება და პროგრამაში აღრიცხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უფროს ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** 1C ERP-ში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: hr@gagroup.com.ge და ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |