www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონტრაქტების მენეჯერი
მომწოდებელი: რუსტარ ონლაინი
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / განცხადების ვადა: 17 დეკემბერი

"რუსტარ ონლაინი" საქართველოში არსებული ტურისტული კომპანიაა, რომელიც, ამჟამად, დუბაიში დაფუძნებული ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანიის, "რუსტარ ტურიზმის" სათაო ოფისს წარმოადგენს. კომპანიების ჯგუფი "რუსტარი" უკვე 15 წელია ტურისტულ სფეროშია, თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულ სააგენტოებთან და უკავია მოწინავე პოზიციები როგორც შემომყვან კომპანიას ოთხ ქვეყანაში: არაბთა გაერთიანებული საამიროები, საქართველო, აზერბაიჯანი და მალდივები. საქართველოში კომპანია 3 წელია არსებობს და წარმოადგენს სწრაფად მზარდ კომპანიას, რომლის თანამშრომლეთა რაოდენობა 80-ს აჭარბებს.

ჩვენი გუნდი გთავაზობთ საინტერესო სამუშაოს, სწრაფი ადაპტაციისთვის კეთილგანწყობილ გარემოს და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.
შემოუერთდი ლიდერ კომპანიას!

ტურისტული კომპანია "რუსტარ ონლაინი" აცხადებს ვაკანსიას კონტრაქტების მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ხელშეკრულებების გაფორმება პარტნიორ სასტუმროებთან ოთხი ქვეყნის მიმართულებით: საქართველო, აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული ემირატები, მალდივები;
** პარტნიორი სასტუმროების ფასების კონტროლი და მუდმივი განახლება კომპანიის ონლაინ-ჯავშნის ელექტრონულ სისტემაში;
** სასტუმროებთან კონტაქტი, კომუნიკაცია საჭირო ინფორმაციის მოპოვების მიზნით;
** ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად);
** მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება ნებისმიერი მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** მოწესრიგებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** ლოგიკური აზროვნება;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული; დასვენება: 2 დღე.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@rustaronline.ge ამასთანავე, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.rustartourism.com

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |