www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური დირექტორი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / განცხადების ვადა: 17 დეკემბერი

სუპერმარკეტების ქსელი "ფრესკო" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დირექტორის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 3000 ლარიდან.

უშუალო ხელმძღვანელი: კომპანიის გენერალური დირექტორი.
ექვემდებარება: ტექნიკური სამსახურის უფროსი. ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები.

მოვალეობები:

** ფრესკოს ქსელში არსებული შენობა-ნაგებობების, საინჟინრო სისტემების, სავაჭრო დანადგარებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა/კონტროლი;
** შესრულებული ტექნიკური სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** ახალი სავაჭრო ობიექტების მშენებლობის დაგეგმვა, პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლოატაციაში მიღების პროცესების კონტროლი;
** კომპანიის ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელისა და ტექნიკური სამსახურის თანამშრომელთა კოორდინაცია/კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** სამშენებლო მიმართულებით ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@fresco.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 577615516.

გისურვებთ წარმატებებს!

სუპერმარკეტების ქსელი "ფრესკო"
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
ტელ: + 995 32 2 907 907



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |