www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: Go Sport
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

ფრანგული მულტიბრენდული მაღაზია "GO SPORT", რომელიც იხსნება სავაჭრო ცენტრ "სითი მოლში" (საბურთალოზე) დეკემბრის თვეში - იწყებს კადრების დაკომპლექტებას და აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

სასურველია გამოცდილება სპორტული საქონლის ან/და ინვენტარის გაყიდვების სფეროში.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
** მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** არსებული პროდუქციის განთავსება დარბაზში შესაბამისი ბრენდის და კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;
** სალაროსთან/საბანკო ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა სავალდებულოა;
** გამართული ზეპირი კომუნიკაციის უნარი.

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანსწრაფულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო გრაფიკი მცოცავი, კვირაში ორი დასვენების დღით.
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: gosporthr@gmail.com.

რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 30 ნოემბერი 2020 წელი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |