www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება ლაბორატორიაში
მომწოდებელი: ჰაიდელბერგცემენტი
თანდართული ფაილი: 83512_heidelberg_app_xlsx_6674752.zip
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

"ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი" მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც მოწინავე პოზიცია უკავია ინერტული მასალების, ცემენტის და ბეტონის წარმოების საერთაშორისო ბაზარზე. კომპანიის კუთვნილ 3000 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 60 ქვეყანაშია განთავსებული, 63000 თანამშრომელია დასაქმებული.

2006 წლის ბოლოს ჰაიდელბერგცემენტმა განახორციელა პირველი ინვესტიცია კავკასიის რეგიონში, შეიძინა რა აქციები საქართველოში ცემენტის წარმოების წამყვან კომპანიებში (შპს "საქცემენტის" რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნები, შპს "ქართული ცემენტი"). ჰაიდელბერგცემენტ საქართველო ჰაიდელბერგცემენტის საერთაშორისო ჯგუფის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ამჟამად ახორციელებს ცემენტისა და ბეტონის წარმოებას. იგი ფლობს 2 ცემენტის და 14 ბეტონის მწარმოებელ ქარხანასა და 2 ტერმინალს ქვეყნის ტერიტორიაზე. კომპანიას უკავია წამყვანი პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე ცემენტისა და ბეტონის წარმოების დარგში.

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია" აცხადებს 6 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას ლაბორატორიაში, ბეტონის წარმოების ქარხანაში.

სტაჟირების ადგილი: თბილისი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სტაჟირებაზე განიხილებიან სამშენებლო ფაკულტეტის კურსდამთავრებულები, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;
** სასურველია კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS office).
** სამუშაოს ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა ან რეზიუმე გამოაგზავნოთ მისამართზე: vacancy_rmc@heidelbergcement.ge

დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 30 ნოემბერი 2020. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სტაჟიორი ლაბორატორიაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |