www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის უფროსი
მომწოდებელი: სასტუმრო ლოპოტა სპა რეზორტი
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / განცხადების ვადა: 2 დეკემბერი

სასტუმრო ლოპოტა სპა რეზორტი აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსის პოზიციაზე სოფელ ნაფარეულში.

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული
ადგილმდებარეობა: სოფელი ნაფარეული

ფუნქცია - მოვალეობები:

** შესყიდული მარაგების მიღება-დაბინავება, ზედნადებების დადასტურება და მიღებული ზედნადებების გატარება სასაწყობო პროგრამაში.
** მთავარი საწყობის მინიმალური ნაშთების კონტროლი და (პროგრამული) შეკვეთის მომზადება
** სასტუმროს რგოლებისგან (პროგრამული) მოთხოვნების მიღება-დამუშავება, შეკვეთების გამზადება და გაგზავნა;
** სასაწყობო სივრცის სწორი ორგანიზება, სისუფთავის და წესრიგის დაცვა.
** მიღებული საქონლის (სასმელის და კვების პროდუქტები შემთხვევაში) ვარგისიანობის და შენახვის ვადების კონტროლი.
** მარაგების ყოველთვიურ აღწერაში უშუალო მონაწილეობა

საკვალიფიკაცო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ფლობა;
** სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@lopota.ge და გთხოვთ ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |