www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კოორდინატორი
მომწოდებელი: ბოხუას სახ. კარდიოვასკულარული ცენტრი
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი აცხადებს ვაკანსიას კოორდინატორის (მითერი) პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას 1
სამუშაო გრაფიკი: 09:30 - 17:30 (ორშაბათი, პარასკევი); შაბათი: 10:00 - 14:00.
ანაზღაურება: 500 ლარი

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებლის დახვედრა და სწორი გადამისამართება;
** კლიენტის მოთხოვნის გამოვლენა, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება;
** რიგების მართვა და პრობლემური სიტუაციების მოგვარება;
** პაციენტის ინფორმირება კლინიკაში არსებული ამბულატორიული სერვისების შესახებ;
** დღის ბოლოს ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** პაციენტების მომსახურება სერვის პლიუსით განსაზღვრული მომსახურების სტანდარტების დაცვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პასუხისმგებლობა;
** გამართულად მეტყველების და საკუთარი აზრის ნათლად გადმოცემის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

ენები:

** ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი;
** ინგლისური
** რუსული

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@vivomedical.ge

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 15 ნოემბერი.

გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - " Angio-კოორდინატორი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |