www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: 1M
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი / განცხადების ვადა: 18 იანვარი

სამედიცინო კომპანია "1M" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში.

"1M" ახორციელებს სამედიცინო სახარჯი მასალის, აპარატურის, აღჭურვილობის და პაციენტის მოვლის საშუალებების იმპორტს და რეალიზაციას საქართველოში.

სამუშაოს აღწერილობა/მოვალეობები

** ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება სამედიცინო დაწესებულებებში პოტენციურ კლიენტებთან
** კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის აუცილებელი ყველა ** აქტივობის ეფექტურად განხორციელება
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის მომხმარებლებთან

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სასურველია
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

თვისებები და უნარები:

** კარგი პიროვნული და კომუნიკაციური თვისებები
** კარგი მეტყველება/გადმოცემის უნარი
** შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანდასახული, პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული
** გარემოში სწრაფი ადაპტაციისა და პრობლემის სწრაფად გადაწყვეტის უნარი
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა
** შესწავლისა და კომპანიაში დინამიკურად ზრდის პოტენციალი

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 700-1500 ლარი, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ ელ. მისამართზე: hr@1medical.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "გაყიდვების წარმომადგენელი".

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |