www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: 4Hospitals
გამოქვეყნდა: 22 დეკემბერი / განცხადების ვადა: 22 იანვარი

კომპანია "4Hospitals" - სამედიცინო პროდუქციის პროვაიდერი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

კანდიდატს მოეთხოვება პროექტის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება:

** კარგად ფლობდეს პროექტების ეფექტურად მართვის უნარებს;
** იცნობდეს Scrum მეთოდოლოგიას;
** ჰქონდეს უნარი შეკრიბოს გუნდი და მოახდინოს კოორდინაცია გუნდის წევრების ეფექტური მუშაობისათვის, დაეხმაროს გუნდს პროდუქტიული სამუშაო გარემოს შექმნაში.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა და სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
** ორგანიზებულობა, ოპერატიულობა და მაღალი სამუშაო მოტივაცია;
** მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი.

"4Hospitals" -ის გუნდში თქვენ გელით საინეტერესო და აქტიური სამუშაო გარემო, პროფესიული რეალიზაციის მაქსიმალური შესაძლებლობა და ინიციატივის დაფასებისა და ხელშეწყობის მაღალი ხარისხი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტო სურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@4hs.ge (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება) ასევე, გარდა რეზიუმეს გამოგზავნისა, დამატებით მოიწერეთ მოკლე წერილი, სადაც შეძლებთ დაასაბუთოთ თუ რატომ შეეფერება თქვენი კანდიდატურა აღნიშნულ ვაკანსიას, რას მოუტანთ კომპანიას და როგორ ხედავთ თქვენს როლს.

საკონტაქტო ტელეფონი: 2 02 20 82



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |