www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საკვები საამქროს მენეჯერი
მომწოდებელი: საბუდარა
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / განცხადების ვადა: 30 იანვარი

მეფრინველეობის სანაშენე-საჯიშე რეპროდუქტორი შპს "საბუდარა"/"ქართული ფრინველი" 2006 წლიდან არის დარგის ლიდერი მეფრინველეობაში, ამიერკავკასიის მასშტაბით ახდენს Aviagen, Babolna Tetra, Lohmann tierzucht-ის ჯიშის ერთდღიანი სანაშენე წიწილის რეალიზაციას, ასევე მომხმარებლებს უზრუნველყოფს წიწილის გამოსაზრდელად აუცილებელი მედიკამენტებით მზა საკვებითა და საკვები კონცენტრატებით.

თუ ხარ მოტივირებული და მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და გახდი ჩვენი გუნდის საკვები საამქროს მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** საწყობის მიმდინარე მართვა და კონტროლი; როგორც საკვებ საამქროში, ობიექტებზე არსებულ საწყობსა და სათავსოებში;
** კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან მჭიდრო და დროული კოორდინაცია;
** ობიექტებზე არსებული მეურნეობების ხელმძღვანელების და საწყობების/საცავების მუდმივი კონტროლი;
** კომპანიის სასაწყობე რესურსების (მანქანა-დანადგარები, მცირე მექანიზაციების, ხელსაწყოები და ა.შ) გამართულობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** მარცვლეულის, კონცენტრატების, საკვები მინერალების და სხვა მატერიალური ფასეულობების სათანადო წესით მიღება და მარაგებში ასახვა;
** მზა საკვების წარმოების პროცესის კონტროლი;
** წარმოების პროცესში არსებული დანაკარგების კონტროლი;
** საკვები საამქროდან ობიექტებზე გაშვებული და ობიექტიდან საკვებ საამქროში დაბრუნებული მზა საკვების, ნედლეულის, საკვები დანამატების, აღრიცხვა და კონტროლი;
** ინვენტარიზაციის ჩატარების დაგეგმარება და პროცესის კონტროლი;
** სამსახურის მიერ საანგარიშო თვის მანძილზე განხორციელებული საქმიანობის შესახებ რეპორტის წარდგენა ხელმძღვანელობისათვის;
** სასაქონლე მარაგებთან დაკავშირებული ყოველკვირეული რეპორტების მომზადება, ხელმძღვანელობასთან;

აუცილებელი პროფესიული მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** Microsoft Office: კარგი;
** Microsoft Excel: ძალიან კარგი;
** 1C: სასურველია.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე gepskartuliprinveli2017@gmail.com და გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მე-4 მაცივრების ტერიტორია, ყოფილი ზოოვეტ ინსტიტუტის მოპირდაპირე მხარეს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |