Apollo.Ge წარმოადგენს ინტერნეტ მაღაზიას, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციის ონლაინ შესყიდვას ყველაზე ხელსაყრელი შეთავაზებებით.
კომპანიას ესაჭიროება და ეძებს გუნდის წევრს, რომელიც გაყიდვების უნარ-ჩვევებით, ორგანიზაციული ნიჭითა და პასუხისმგებლობით შეასრულებს მის მოვალეობებს, მოემსახურება მომხმარებლებს და მართავს განვადების სისტემას.
ინტერნეტ მაღაზია "Apollo.ge" გთავაზობთ დასაქმებას ონლაინ გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი.
სამუშაო მოვალეობები:
** ინტერნეტ და სატელეფონო გაყიდვების მართვა
** ონლაინ განვადებების სისტემის მართვა
** პრობლემური სიტუაციების მართვა
** სხვა შესაბამისი საორგანიზაციო საკითხების მართვა.
მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან/და კლიენტთა მომსახურების სფეროში
** გაყიდვის უნარ-ჩვევები
** დისციპლინა და მოწესრიგებულობა
** გამართული მეტყველების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა
** მიზანსწრაფვა წინსვლასა და განვითარებაზე
** ასაკი: 21-27 წელი.
ანაზღაურების სისტემა: ფიქსირებული ხელფასი 500 ლარი + ბონუსების სისტემა გაყიდვების მიხედვით.
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და დაინტერესებული ხართ ვაკანსიით, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტაზე: apollocompany1234@gmail.com
ვებ-საიტი: http://www.apollo.ge
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/www.apollo.ge/