www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექსპლოატაციის მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 7 იანვარი / განცხადების ვადა: 26 იანვარი

სს "თიბისი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ექსპლოატაციის მენეჯერის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: VC5209
ადგილმდებარეობა: ლოგისტიკის განყოფილება, სათაო
კატეგორია: სხვა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

უნარები: კომუნიკაბელური; ორგანიზებული; გადაწყვეტილების მიღების უნარი; დეტალებზე ორიენტირებული; პრეზენტაბელურობა ;გუნდური მუშაობის უნარი

დამატებითი მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის მენეჯმენტის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების: MS Word, MS Excel, MS PowerPoint, MS Outlook მაღალ დონეზე ცოდნა;
** მენეჯერულ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

სამუშაოს აღწერა

ბიზნეს ამოცანა:

** ფილიალების, სერვის ცენტრების და სათაოების მხარდაჭერა ტექნიკური ხასიათის საკითხების მოგვარების კუთხით;
** ბანკის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა/შენარჩუნების ხარჯების ოპტიმიზაცია და კონტროლი
** ინოვაციური პროექტების შემუშავება ტექნიკური ხასიათის საკითხების მოგვარების არსებული გზების გაუმჯობესების მიზნით.

ძირითადი მოვალეობები:

** სერვის-ცენტრებში და საოფისე ფართებში დაფიქსირებულ ტექნიკურ პრობლემებზე ინფორმაციის დროულად მიღება და მათი მოგვარების უზრუნველყოფა
** ბანკის კონტრაქტორი კომპანიების მიერ ნაკისრი ვალდებულებების/სამუშაოების დროულად და ჯეროვნად შესრულების მონიტორინგი
** დაფიქსირებული ინფორმაციის სათანადო ფორმით დამუშავება, ანალიზი და რაპორტინგი.
** ინოვაციურ პროექტების შემუშავება ტექნიკური ხასიათის საკითხების მოგვარების არსებული გზების გაუმჯობესების მიზნით;
** ახალი სერვის-ცენტრების და საოფისე ფართების გახსნა/დახურვაში მონაწილეობის მიღება
** ფილიალების, სერვის ცენტრების და სათაო ოფისების შენობების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე, მათ შორის, გარე ფასადის ვიზუალურ მდგომარეობასა და ინტერიერზე ზრუნვა (სარეკლამო აბრები და ა.შ.);
** სერვისცენტრების და საოფისე ფართების პერიოდული მონიტორინგი ამ ობიექტებზე ტექნიკური ხასიათის პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით;
** სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების დაკვეთით განხორციელებული სხვადასხვა მომსახურეობის კონტროლი და პერიოდული ინსპექტირება

დამატებითი ინფორმაცია

განაცხადების გადარჩევის შედეგად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://career.tbcbank.ge/Job/5209



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |