ა/ო "ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ზრუნვის კავშირი - ჰერა" , რომელიც ახორციელებს "წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის პროექტს აჭარაში" აცხადებს ტენდერს ხელის სადეზინფექციო საშუალების - "სანიტაიზერის" შეძენაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
გთხოვთ მოგვაწოდოთ ფასები სადეზინფექციო საშუალებების - "სანიტაიზერი"-ს:
** სერთიფიცირებული ხსნარი პულივიზატორით, მოცულობით - 100 მლ, 1400 ცალი
** სერთიფიცირებული ხსნარი პულივიზატორით, მოცულობით - 200 მლ, 1400 ცალი
აუცილებელი პირობაა სადეზინფექციო საშუალებება - "სანიტაიზერი" იყოს 70% სპირტის შემადგენლობით;
შერჩევის კრიტერიუმები:
** ისეთ დაინტერესებულ მხარებს, რომლებსაც აქვთ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ლიცენზირებული პროდუქცია და წარმოადგენენ კონკურენტულ ფასს, მიენიჭებათ უპირატესობა.
** ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა გამოაგზავნონ სატენდერო დოკუმენტაცია და სატენდერო წინადადების ფასის ცხრილი(დღგ-ს გარეშე) კომპანიის ბეჭდით დამოწმებული.
დაინტერესებულ პირებს /ორგანიზაციებს გთხოვთ თქვენი განაცხადი წარადგინოთ არაუგვიანეს ა.წ. 20 იანვრის 17:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქუთაისი, მესხის ქ. 67 ან ელ. მისამართზე: marika.davituliani@gmail.com
საკონტაქტო პირი: მარიკა დავითულიანი - 599 257172