სარემონტო მასალის დისტრიბუტორი საქართველოში - შპს "სეული" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე გორში.
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** ბაზრის მუდმივი მონიტორინგი;
** კლიენტების მოძიება და მათთან კომერციული ურთიერთობის აწყობა;
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება;
** პროდუქციის პრეზენტაცია და შეკვეთის ფორმირება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთის გაკონტროლება;
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** კლიენტების ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება;
** შეკვეთის ადგილზე მიტანის გაკონტროლება;
** სავაჭრო ქსელში არსებული პრობლემების შესახებ დროული ინფორმაციის მიწოდება ოფისში.
აუცილებელი მოთხოვნები:
** რუსული ენის სასაუბრო-საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** მართვის მოწმობა: B კატეგორია;
** პრისელერად მუშაობის გამოცდილება;
** მუშაობის გამოცდილება სანტექნიკის ან სარემონტო მასალის სფეროში.
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სხარტი აზროვნება;
** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების უნარი;
** დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი.
საშუალო თვიური ანაზღაურება გამომუშავებით (საშუალოდ 1500 ლარი)
სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვწერეთ ელფოსტაზე: nikaqristesiashvili1@gmail.com. (სათაურის ველში მიუთითეთ (ვაკანსიის დასახელება.)