კომპანია "იფქლი" ქართულ ბაზარზე 1993 წლიდან აწარმოებს ჯანსაღ და გემრიელ პურ-ფუნთუშეულს. დღესდღეობით, კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციით თბილისი, გორი, რუსთავი, მცხეთა და ქუთაისი მარაგდება.
კომპანია "იფქლი" ეძებს პასუხისმგებლიან, ენერგიულ კადრებს, რომლებიც, 2 კვირიანი სტაჟირების გავლის შემდეგ, დასაქმდებიან შპს "იფქლის" ქუთაისში მდებარე საწარმოში, შემდეგ პოზიციებზე:
1. ცვლის უფროსი;
2. Rs.ge-ს ოპერატორი;
3. ცომის მზელავი.
სტაჟირების პროცესში, შერჩეულ აპლიკანტებს, წარმოების უფროსი შეასწავლის აღნიშნულ პოზიციებზე მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს.
სტაჟირების ადგილი: ქ. თბილისი, გლდანი, ევგენი ხარაძის 2ა, შპს "იფქლის" საწარმო.
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, ნიკეას 19.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
აუცილებელი პირობაა, რომ კადრი ცხოვრობდეს ქუთაისში.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 599 163690.