www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გენერალური მენეჯერი
მომწოდებელი: კაფე-რესტორანი სტრადა
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 8 თებერვალი

რესტორნების ქსელი "სტრადა" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის გენერალური მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი.
** სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 2 დასვენების დღე.
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი.

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** მომსახურების სტანდარტების დაცვა და შესრულების მონიტორნგი;

დაქვემდებარებული პერსონალის მართვა:

** აქტიური კომუნიკაცია უშუალო ხელმძღვანელსა და კოორდინაციაში მყოფ სხვა პირებთან;
** რესტორნის მატერიალური და არამატერიალური აქტივის დაცვის ზედამხედველობა და უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;
** ხარჯების ოპტიმიზაცია;
** სასაქონლო მარაგების ეფექტიანი მართვა;
** P & L (მოგება % ზარალის) უწყისის განხილვაში მონაწილეობის მიღება.
** გეგმიური ინვენტარიზაციის წარმოება და ნაშთების კონტროლი;
** კომპანიის გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი დეპარტამენტისა და დირექტორის ინფორმირებულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია რესტორნის სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზეც.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, დისციპლინირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გუნდის მართვა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;

დაინტერესების შემთხვევაში CV უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე vacancy@stradacafe.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში ვერ მოხდება თქვენი კანდიდატურის განხილვა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |