www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ეროვნული კონსულტანტი - კარტოგრაფიული მასალების მომზადება
მომწოდებელი: Zavita
თანდართული ფაილი: 86908_tor_9431434.zip
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 20 იანვარი

"Zavita, svetovanje, d.o.o" აცხადებს ვაკანსიას ეროვნული კონსულტანტის პოზიციაზე კარტოგრაფიული მასალების მოსამზადებლად ადიგენის მუნიციპალიტეტის ტყის მდგრადი მართვის პროექტის ფარგლებში, რომელიც მოიცავს ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო ტყის ფონდის (საორიენტაციოდ 33 916 ჰა) ფართობების ტყის აღრიცხვისა (ინვენტარიზაცია) და ტყის მართვის გეგმის შედგენისათვის საჭირო კარტოგრაფიული მასალებისადა ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლებში ტყის რეკრეაციული გეგმის შემუშავებისათვის საჭირო სხვა თემატური რუკების მომზადებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** მსგავსი სამუშაოს შესრულების გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** აღნიშნულ გეოგრაფიულ არეალში მუშაობის გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ დანართი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV და შემოთავაზება (ბიუჯეტის ჩათვლით) ქართულ და ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: matjaz@zavita.si; lia.kalmakhelidze@gmail.com

შენიშვნა: დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |