შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნეო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო "-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 50 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
2015 წელს შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგ"-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი "დომინო", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ის ტერიტორიაზე.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონტენტის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ინტერნეტ მაღაზიის ვებ გვერდისთვის პროდუქციის დამატება და განახლება;
** პროდუქციის ვიზუალური მასალის მოძიება და ატვირთვა, მათი აღწერა: ტექნიკური და ფიზიკური მახასიათებლების მოძიება;
** პროდუქციის დამუშავება (ფოტო, ვიდეო, ტექსტი, საჭიროების შემთხვევაში სურათის გადაღება);
** ტექსტური ინფორმაციის ხარისხიანად და ეფექტურად ორგანიზება, ჩამოყალიბება, შექმნა, განთავსება;
** ვებ-გვერდის უზრუნველყოფა ტექსტებით, სურათებით, ვიდეოებითა და სხვა საჭირო კონტენტით;
** რეპორტინგი ხელმძღვანელობასათან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** Adobe Photoshop ან სხვა გრაფიკული რედაქტორის საშუალო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (წერა, კითხვა);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!