სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ახორციელებს ზედამხედველობას მთელი ქვეყნის მასშტაბით ბაზარზე განთავსებულ ინდუსტრიულ და სამომხმარებლო პროდუქტებზე, რათა საქართველოს ბაზარზე განთავსდეს მხოლოდ უსაფრთხო პროდუქტები. აღნიშნული თანხვედრაშია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებთან.
სააგენტო საქმიანობის ფარგლებში აფასებს ბაზარზე განთავსებული ისეთი პროდუქტების შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან, როგორებიცაა სამშენებლო პროდუქტები, სათამაშოები, მანქანა-დანადგარები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და ა.შ.
აღნიშნული პროდუქტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა უპირველესად ემსახურება მომხმარებელთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, როგორც უმნიშვნელოვანესი ღირებულებების დაცვას.
პოზიცია: ბაზარზე ზედამხედველობის ჯგუფის წარმომადგენელი
იმ შემთხვევაში, თუ იზიარებთ ამგვარ ხედვას და დაინტერესებული ხართ ბაზარზე ზედამხედველობის სფეროში დასაქმებით, განვიხილავთ მოტივირებული პირების შესაძლებლობებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჩამოთვლილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
** უმაღლესი განათლება
** ინგლისური ენის ცოდნა (C1 დონე)
** ანალიტიკური აზროვნება
** სავალდებულოა კანდიდატმა იცოდეს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-19 პრიმა მუხლი.
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის, საჭირო კანონმდებლობის ცოდნისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად (დარიცხული 1100-დან 2200 ლარამდე).
კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ვთხოვთ CV გამოგზავნონ მეილზე: hr@msa.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ბაზარზე ზედამხედველობის ჯგუფის წარმომადგენელი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!