www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Auto Home
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / განცხადების ვადა: 12 მარტი

კომპანია "Auto Home" წარმოადგენს ონლაინ პლატფორმას, რომელიც დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ავტომობილის ლიზინგით შეძენას, საკუთარ ავტომობილის ხელსაყრელი პირობებით დალომბარდებასა და განუბაჟებელი ავტომობილის დაფინანსებას. "Auto Home" ონლაინ სივრცეში შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ მისამართზე https://myautohome.ge/

ჩვენ ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი მომხმარებლების მოძიება და კომპანიის ასორტიმენტის შეთავაზება;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** კლიენტების მოთხოვნების შესაბამისად მათთვის პრეზენტაციის ჩატარება;
** გაყიდვის შემდგომი კომუნიკაცია კლიენტებთან და მონიტორინგი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ასაკი: 20-დან 30 წლამდე;
** სქესი: მდედრობითი;
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში, ფინანსურ ინსტიტუტში;
** ინფორმაციის ოპერატიულად მოძიების და დამუშავების უნარი;
** კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
** სამუშაოს სწორად დაგეგმვის და დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
** ინგლისური ენა - საბაზისო ცოდნა;
** MS Office-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-შაბათი)
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (შესვენება 1 საათი); შაბათი: 10:00-15:00
ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული 400₾ + ბონუსი (შესაძლებელია გამოიმუშავოთ 400-დან 2000 ლარამდე)

გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: careerautohome@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "გაყიდვების მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |