შპს "ჯი-თი მოტორს"-ი აცხადებს ვაკანსიას სერვისის (ავტომობილის) მიმღების პოზიციაზე.
კომპანია "ჯი-თი მოტორს"-ი წარმოადგენს საავტომობილო ბრენდების - Jaguar, Land Rover, Ford, Suzuki ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (დასვენების დღე კვირა);
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლის სწრაფი და დროული მომსახურება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** მომხმარებლისთვის სერვისის საჭირო დროის დადგენა, ფასების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა;
** მომხმარებლის პროგრამულ სისტემაში (DMS) დარეგისტრირება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** მიღებული ავტომობილის გაფორმებისას მისი წინასწარი დათვალიერება (საჭიროების შემთხვევაში ტესტ-დრაივზე გასვლა) და შესაბამის დოკუმენტში ყველა სავალდებულო ველის სრულყოფილად შევსება სამუშაოების დაწყებამდე;
** მომხმარებლის ვიზიტების დაგეგმვა და მოსამზადებელი სამუშაოების წარმართვა;
** სერვისის სამუშაოების შესრულების დროის და ხარისხის კონტროლი;
** სერვისის სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მოგროვება და მომხმარებლის ინფორმირება;
** სერვისის სამუშაოებისას გამოვლენილი დამატებითი სამუშაოების საჭიროების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;
** მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების შესაბამისი თანხის გადახდის კონტროლი;
** მომხმარებლის ინფორმირება შემდგომი სერვისის მომსახურებების საჭიროების შესახებ;
** სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაციის ეფექტური და სწრაფი წარმოება;
** ნაწილების და აქსესუარების ლოჯისტიკური პროცესების ზედამხედველობა;
** კომპანიაში მიმდინარე აქციების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;
** გაწეული მომსახურეობის მუდმივი ანალიზი და მონიტორინგი;
** სერვისთან მუდმივი კომუნიკაცია, მომხმარებელთა ოპტიმალური მიღების დაგეგმვის მიზნით;
** სატენდერო/კომპანიის ავტომობილის მომსახურებისას, მათი ინდივიდუალური ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მომსახურება;
** სერვისის მძღოლების შესრულებული სამუშაოების ხარისხის და ვადების კონტროლი;
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის C1 დონეზე ფლობა (ვერბალური და წერითი);
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office პროგრამების სამუშაო დონეზე ფლობა;
** ავტომობილის საერთო მოწყობილობის კარგად ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა სავალდებულოა;
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** სტრესულ სიტუაციაში სწრაფად რეაგირების უნარი;
** დაგეგმვის და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით მისამართზე vacancy@gtmotors.ge და საგნის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!