საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია "Arkas Logistics" საქართველოს ფილიალისთვის აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
სამუშაოს აღწერა:
** გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** კომპანიის გაყიდვების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
** კლიენტების მოძიება და ზრუნვა კლიენტების პორტფელის ზრდაზე;
** არსებული პროდუქტების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** შეხვედრებისა და პრეზენტაციების ორგანიზება და მართვა;
** მომხმარებლების მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა-დაზუსტება და მათთვის ოპტიმალური პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება;
** შემოსული შეკვეთების დამუშავება, დაგეგმვა/ორგანიზება და მისი ოპერატიულად შესრულება;
** გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარება იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან;
** პარტნიორ სატრანსპორტო კომპანიებთან ურთიერთობა;
** საქმიანობის შედეგზე ორიენტირება, ყოველდღიური დავალებების შესრულება;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
** დადგენილი გეგმების შესრულება და დასახული მიზნების მიღწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
** უმაღლესი განათლება;
** გამოცდილება ლოგისტიკის, გაყიდვების ან სხვა დაკავშირებულ სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** რეპორტების მომზადების ცოდნა და გამოცდილება;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის და შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი СV ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr.tbilisi@ourlook.com (გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება).