გერმანული ფარმაცევტული კომპანია "ჰეელ"-ის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამედიცინო/ფარმაცევტული განათლება;
** წარმომადგენლად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** დარწმუნების და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გაყიდვებისა და კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის კარგი უნარი;
** საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის ცოდნა;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირება
ფუნქცია-მოვალეობები:
** სამედიცინო პერსონალთან ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება;
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური გეგმის შესრულება დასახული სამოქმედო გეგმის და სტრატეგიის ფარგლებში;
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის მომხმარებლებთან;
** კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელება;
** კომპანიის პროდუქციის პოპულარიზაცია საქართველოს ბაზარზე.
** უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშგება.
პირობები:
** ხელფასების ღირსეული დონე (ინდივიდუალურად განიხილება)
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** ხუთდღიანი სამუშაო კვირა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელ. მისამართზე: heelofficialgeorgia@gmail.com. დასახელებაში მიუთითეთ სამედიცინო წარმომადგენელი.