კომპანია "იფქლი" ქართულ ბაზარზე 1993 წლიდან აწარმოებს ჯანსაღ და გემრიელ პურ-ფუნთუშეულს. დღესდღეობით, კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციით თბილისი, კახეთი, გორი, რუსთავი, მცხეთა, ქუთაისი და ბათუმი მარაგდება.
კომპანია "იფქლი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე, საგარეჯოში.
ხელფასი გამომუშავებით დაანგარიშდება და საშუალოდ 1000 ლარს შეადგენს.
აუცილებელი მოთხოვნები:
** ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: საგარეჯო
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სასურველია დისტრიბუტორად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებული;
** გაყიდვების წარმოების უნარი;
** სწრაფი ათვისების უნარი;
** კომუნიკაბელური.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 571 997575.