www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / განცხადების ვადა: 19 მარტი

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე თბილისში.

კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან პოზიციონირებს და მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-მდე დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-მდე თანამშრომელს და წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით 6 დიდ ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, ზუგდიდი, მარნეული.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენთან დაგხვდება:

** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** მეგობრული სამუშაო გარემო.

ფუნქცია მოვალეობები:

** სხვადასხვა პროექტისთვის ვიზუალური კონცეფციის შემუშავება;
** სოციალური მედიისა და ვებგვერდისთვის სარეკლამო ვიზუალების მომზადება;
** სარეკლამო მასალების დიზაინის შექმნა;
** საბეჭდი ფაილების მომზადება, გადაწყობა, მოდიფიცირება;
** დიზაინების მუდმივი განახლება, ტრენდების გაცნობა, განვითარება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე;
** Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Corel პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** შემოქმედებითობა
** კრეატიულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელფოსტაზე: recruit@gorgia.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |