MEGOBAR- ქართული ბრენდი, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე მოახდენს ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციას FOOD-SHOP-ის კატეგორიის ქვეშ.
ჩვენ გეძებთ შენ, თუ:
** გაქვს მარკეტინგის მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება
** მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის, ხარ გამბედავი, დამოუკიდებელი და შეგიძლია ძალიან, ძალიან ბევრი მუშაობა
** გაქვს შესაბამისი განათლება მარკეტინგის მიმართულებით
** გაქვს ბრენდის სტრატეგიაზე მუშაობის და მისი აღსრულების გამოცდილება, შეგიძლია დამოუკიდებლად შეიმუშაო და განახორციელო კომუნიკაციის გეგმა
რას გააკეთებ?
** მართავ სტარტაპ ბრენდს, რომელსაც აქვს საერთაშორისო ბაზარზე გასვლის პერსპექტივა და ამბიცია
** მენეჯმენტ გუნდთან ერთად განსაზღვრავ მარკეტინგის სტრატეგიულ მიზნებს და პასუხისმგებელი იქნები, მათ შესრულებაზე
** ფრილანსერებთან ერთად იმუშავებ საკომუნიკაციო კონტენტის შექმნაზე
** ციფრული მარკეტინგის მენეჯერთან ერთად დაგეგმავ სარეკლამო განთავსებას
** დაგეგმავ, აღასრულებ კამპანიებს და შედეგებს გაუზიარებ გუნდს
ანაზღაურება: ხელფასის ზუსტი ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.
დაინტერესებულმა პირებს, გთხოვთ მოგვაწოდოთ CV და პორტფოლიო შემდეგ მისამართზე: megobarr@gmail.com