JRC - ჟურნალისტიკის რესურსცენტრი აცხადებს კონკურსს გამშვები ოპერატორის 2 პოზიციაზე:
TOK TV -ს გამშვები ოპერატორი
აგროგარემო TV -ს გამშვები ოპერატორი
შერჩეულ კანდიდატს დაევალება:
** არხის გუნდთან ერთად მაუწყებლის პროგრამულ ბადეზე მუშაობა
** ბადის შესაბამისად ეთერის უზრუნველყოფა და მუდმივი მონიტორინგი
** ლაივებისა და სპეციალური ეთერების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება
საბაზისო მოთხოვნები:
** აუდიო-ვიზუალური პროგრამების დამუშავების საბაზისო უნარები, ფორმატირება, მონტაჟი.
** აუდიო-ვიზუალური მასალების დამუშავების კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, მათ შორის გამშვები პროგრამის (ორგანიზაცია აცხადებს მზაობას არხების შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში კადრის გადამზადების).
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტულად.
თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი, სადაც ისაუბრებთ ამ პოზიციაზე მუშაობის ხედვასა და თქვენთვის საჭირო პირობებზე, მათ შორის ანაზღაურებაზე.
დაგვიკავშირდით მისამართზე jrcgeorgia@gmail.com არაუგვიანეს 22 მარტისა. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.