www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება/პროექტების ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / განცხადების ვადა: 19 მარტი

სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს. კომპანია ფლობს ელექტრონულ საფულეს www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებს. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300 - ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე და ხარისხი კომპანიის მთავარი ღირებულებებია.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას პროექტების ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** პროექტის დამკვეთთან და ბიზნეს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, ბიზნესის მოთხოვნების ჩამოყალიბება;
** ბიზნესს ანალიტიკოსთან ერთად მუშაობა მიმდინარე/სამომავლო პროექტების ანალიტიკასა და დოკუმენტირებაზე;
** აღწერილი მოთხოვნების ვიზუალური პრეზენტაციების შექმნა;
** პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობების წარმოება;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა.

უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტური მენეჯმენტი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კარგი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** საძიებო სისტემებში ინფორმაციის სწრაფად მოძიების უნარი;
** სწორი კითხვების დასმის უნარი;
** განვითარებისაკენ მუდმივი სწრაფვა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე career@oppa.ge და გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |