www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საცალო ლიზინგის მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს სალიზინგო კომპანია
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / განცხადების ვადა: 4 მარტი

"საქართველოს სალიზინგო კომპანია" აცხადებს ვაკანსიას საცალო ლიზინგის მენეჯერის პოზიციაზე იმპორტის მიმართულებით თბილისში.

ლიზინგი დაფინანსების ერთ-ერთი ფორმაა, რაც გულისხმობს აქტივით სარგებლობის უფლებას წინასწარ განსაზღვრული ვადით და თანხის სანაცვლოდ. ლიზინგის ვადის გასვლის ბოლოს აქტივი გადადის კლიენტის საკუთრებაში.

საქართველოს სალიზინგო კომპანიის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მისამართზე https://leasing.ge/

საცალო ლიზინგის მენეჯერის ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა: კონსულტაცია, სალიზინგო პროდუქტის გაცნობა;
** ლიზინგის განაცხადის მომზადება დადგენილი სტანდარტებით;
** ლიზინგის ინიცირების, გაცემის და მონიტორინგის პროცესის ეფექტური მართვა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
** უპირატესობა მიენიჭებათ საბანკო ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** ენების ცოდნა: ქართული სრულყოფილად, ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (Intermediate Level);
** საოფისე პროგრამების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა (MS Excel, Word, Outlook, PowerPoint);
** ანალიტიკური აზროვნება;
** გაყიდვების და მოლაპარაკების წარმოების კარგად განვითარებული უნარები;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დროის მართვა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: glcjobs@leasing.ge არაუგვიანეს 2021 წლის 4 მარტისა. გთხოვთ, სათაურის ("Subject") ველში მიუთითოთ ის თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |