www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მუშაკი
მომწოდებელი: დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / განცხადების ვადა: 3 მარტი

ორგანიზაცია - ააიპ "დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია" აცხადებს სოციალური მუშაკის ვაკანსიას.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სოციალურ სამუშაოში - ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი;
** სოციალურ მუშაკად მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება
სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** გამართულად მეტყველების უნარი;
** ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი

ფუნქციები:

** სოციალური მომსახურების გაწევა ცენტრის ბენეფიციარებისა და მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლებისათვის;
** ცენტრის ბენეფიციარებთან და მათი ოჯახის წევრებთან საინფორმაციო და საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრების ჩატარება;
** ვიზიტების განხორციელება სოციალურ პედაგოგიური ცენტრის "კომპასი" ბენეფიციარების ოჯახებში, სასწავლო დაწესებულებებში, თანადგომის ქსელთან;
** მულტიდისციპლინარული გუნდის წევრებთან კოორდინირებული და შეთანხმებული მუშაობა
** ცენტრის სოციალურ-პედაგოგიური მიმართულების ხელძღვანელის სხვა დავალებების შესრულება

ელექტრონულ ფოსტაზე გამოსაგზავნი დოკუმენტაცია:

** რეზიუმე შევსებული ქართულ ენაზე
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი;

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: officemanager@dcfg.ge

კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება წარმოებს 2021 წლის 3 მარტის ჩათვლით.

კონკურსის მონაწილე პირმა ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას "თემა"-ში (subject) მიუთითოს: "კონკურსი - სოციალური მუშაკი - სახელი და გვარი" (ქართული შრიფტით)

სოციალური მუშაკის კანდიდატების შერჩევის ეტაპებია:

1. კანდიდატების მიერ წარდგენილი რეზიუმეების გადარჩევა;
2. კანდიდატის შეფასება (გასაუბრება).

შრომის ანაზღაურება: 1400 ლარი (დარიცხვით)
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან
ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ, პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |