კომპანია "ნატურლენდი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი;
** სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე (10:00 - 18:00სთ)
** გამოსაცდელი ვადა: 1 თვე (ანაზღაურებადი)
ძირითადი მოვალეობები:
** მარკეტინგული აქტივობების, პროექტებისა და კამპანიებისთვის ვიზუალური მასალების შემუშავება;
** ვებ გვერდებისთვის გრაფიკული დიზაინის შემუშავება; ვებ ბანერების დიზაინი;
** სოციალური მედიის არხებისთვის ყოველდღიური ვიზუალების შემუშავება;
** სტამბებისა და სარეკლამო კომპანიებისთვის საბეჭდი მასალების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გრაფიკული პროგრამების პროფესიულ დონეზე ცოდნა (Adobe Illustrator; Adobe Photoshop);
** After effects- ის და3D გრაფიკული პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.
პიროვნული უნარ - ჩვევები:
** შემოქმედებითი, კრეატიული ხედვა და სხარტი აზროვნება;
** მოტივირებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დადგენილ ვადებსა და სტრესულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ პორტფოლიო და CV თანდართული ფოტოსურათით მისამართზე: vacancy.naturland@gmail.com და გთხოვთ "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!