www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ფარმინა საქართველო
გამოქვეყნდა: 22 თებერვალი / განცხადების ვადა: 22 მარტი

საერთაშორისო ნუტრიციოლოგიური კომპანა Farmina-ს წარმომადგენლობა საქართველოში - "ფარმინა საქართველო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

"ფარმინა" გახლავთ იტალიაში დაფუძნებული ნუტრიციოლოგიური კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია შინაური ცხოველების სრული ნუტრიციული კვების საკონსულტაციო და პრემიუმ პროდუქტების წარმოების მიმართულებით. კომპანიას აქვს 50 წლიანი გამოცდილება და დღემდე ინარჩუნებს მსოფლიო ბაზარზე ლიდერ პოზიციას.

ჩვენ ვართ ფარმინას ექსკლუზიური პარტნიორები საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

პასუხისმგებლობები:

პოზიცია გულისხმობს ფარმინას და სამიზნე აუდიტორიის მთავარი კვეთის წერტილების ათვისებას. გაყიდვების წარმომადგენელი პასუხისმგებელი იქნება გაყიდვების კონკრეტული მიზნების შესრულებაზე. მოვალეობებში შედის პროდუქტის დემონსტრირება და პრეზენტირება, ასევე პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკება. იმისათვის, რომ წარმატებული იყოთ ამ როლზე, თქვენ უნდა გაეცნოთ გაყიდვების პროცესს და დინამიკას. გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

ძირითადი როლები და პასუხისმგებლობები მოიცავს:

** ლიდების გენერირება სხვადასხვა მეთოდებით;
** გაყიდვების მიზნების მიღწევა ან გადაჭარბება;
** მოლაპარაკება და კონტრაქტზე მუშაობა კლიენტებთან;
** ფასების გრაფიკის განსაზღვრაში ფასების შეთავაზებების, აქციების და მოლაპარაკებების წარმოება;
** ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
** გაყიდვების პრეზენტაციების წარდგენა პოტენციური კლიენტებისათვის;
** მარკეტინგთან კოორდინაციით გაყიდვების დაგეგმვა;
** კომპანიის პროგრამების შესწავლა და პოპულარიზაცია;
** კლიენტებისგან დეპოზიტებისა და გადახდის ბალანსის მიღება;
** შეკვეთების შესყიდვის ხელშეკრულებების მომზადება და წარდგენა;
** კლიენტებისა და პოტენციური კლიენტების მონახულება საჭიროებების შესაფასებლად ან პროდუქტებისა და მომსახურების პოპულარიზაციისთვის;
** კლიენტის ჩანაწერების წარმოება;
** კლიენტის კითხვებზე პასუხის გაცემა საკრედიტო პირობების, პროდუქტების, ფასებისა და ხელმისაწვდომობის შესახებ.

სამსახურთან დაკავშირებული უნარები:

1. ცნობისმოყვარე და შინაური ცხოველის სამყაროთი დაინტერესებული;
2. მიზანმიმართული მიდგომა კონკრეტული ამოცანების მიმართ;
3. ინიციატივის გამოჩენა, პროაქტიულობა;
4. ჩართულობა: შეუძლია ხალხის სტიმულირება დისკუსიაში და დაუკავშიროს კომპანიას / აქციას / პროდუქტს.
5. ესმოდეს სამიზნე აუდიტორიის და შეეძლოს სწორი მიდგომის გამოყენება;
6. კომუნიკაციის უნარი: ექსტრავერტი, ჭკვიანი და პოზიტიური;
7. ცნობისმოყვარეობა: დაინტერესება სიახლეების შემეცნებით;
8. მომხმარებელთან და მომწოდებლებთან სწრაფი ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობა;
9. კომპიუტერული უნარჩვევები: კომპეტენცია Microsoft პროგრამებში, მათ შორის Word, Excel და Outlook;
10. ადაპტირება სწრაფად ცვალებად გარემოში;
11. გაყიდვების პროცესისა და დინამიკის გაგება.

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება დამატებით პლუსად;
** საჭიროა მართვის მოწმობა;
** კანდიდატი თანახმა უნდა იყოს საჭიროებიდან გამომდინარე პერიოდულად შორ მანძილზე გადაადგილებაზე.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ კრიტერიუმებს და გაქვთ სურვილი, რომ შემოუერთდეთ მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ქართულ და საერთაშორისო გუნდს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: contact@farmina.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "გაყიდვების მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |