www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საგრანტო კონკურსი
მომწოდებელი: EYW/სამყარო
თანდართული ფაილი: 93972_grants_7818095.zip
გამოქვეყნდა: 16 მარტი / განცხადების ვადა: 12 აპრილი

ააიპ "სამყარო /EYW", საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) "პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში" (UNDP/SDC VET) პროექტის ხელშეწყობით, აცხადებს ინოვაციების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამას.

პროგრამა ითვალისწინებს ნოვატორული იდეების, სასოფლო-სამეურნეო სფეროში არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისკენ მიმართული საპროექტო განაცხადების მიღება/მხარდაჭერას. საპროექტო იდეები გათვლილი უნდა იყოს სათემო, მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი ტექნოლოგიების, კულტურულ-მექანიზაციურ თუ ტრადიციულ მეთოდოლოგიებში იმგვარი სიახლის შემოტანის მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობს დამატებითი შემოსავლის მიღების პერსპექტივების გაჩენას, მოსავლის მოცულობის ზრდას, ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ეფექტური, ტექნიკური, კულტურული ნოვაციების შექმნას და დანერგვას.

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ გრანტით (მაქსიმუმ 5, 000 ლარი) არ გადმოგეცემათ ფულადი სახით, არამედ გრანტის გამცემი ორგანიზაცია ყიდულობს თქვენს მიერ მოთხოვნილ პროდუქტს, ტექნოლოგიას ან სერვისს). აგრეთვე, ინოვაციური იდეათა კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, გრანტი ითვალისწინებს განმცხადებლის მხრიდან თანამონაწილეობას (პროექტის საერთო ღირებულების 20%, აქედან 5% ნაღდი ფულით).

აპლიკაციის მიღება მოხდება ყოველი თვის 30 რიცხვამდე, გვიან შემოსული განაცხადების განხილვა მოხდება მომდევნო თვის გრაფიკით 2021 წლის 30 აგვისტომდე გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა გადმოაგზავნოთ eywinfo@gmail.com

პროექტში მონაწილეობა შეუძლია: ფიზიკურ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ იურიდიულ პირს (ააიპ, სას, სამ კოოპერატივი, ი/მ, შპს და ა.შ).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |