სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ადმინისტრაციის, არქივისა და იურიდიული მხარდაჭერის განყოფილებაში.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
ასევე, ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში გთავაზობთ:
** დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;
** თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე;
ძირითადი მოვალეობები
** სამართლებრივი მხარდაჭერის განყოფილების იურისტ(ებ)ის დახმარება;
** ადმინისტრაციული საქმიანობის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტების აღრიცხვა, დასკანარება და დაარქივება;
** განყოფილებისათვის გადმოცემული სამართლებრივი მნიშვნელობის დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმება, დასკანარება და დაარქივება;
** გადმოცემული სამართლებრივი მნიშვნელობის დოკუმენტაციის შეუსაბამობის შემთხვევაში პასუხისმგებელ პირთა ინფორმირება და შესაბამისი რეპორტის წარმოება;
** დოკუმენტაციის ელექტრონული არქივის წარმოება;
** განყოფილების შემადგენლობაში არსებული არქივების ზედამხედველობა/მონიტორინგი/დაარქივება/დასკანერებითი სამუშაოები;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება - ბაკალავრის ხარისხი (განიხილებიან მე-4 კურსის სტუდენტებიც);
** სამუშაო გამოცდილება - სასურველია 6-იდან 12 თვემდე (მათ შორის სტაჟირებებიც);
** სამოქალაქო სამართლის სიღრმისეული ცოდნა;
** სამართლებრივი კორესპონდენციის მომზადების გამოცდილება*
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
დამატებითი უნარ-ჩვევები:
** კარგი ვერბალური და წერითი უნარ-ჩვევები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tbcleasing.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.