www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტრიბუტორის დამხმარე
მომწოდებელი: იბერია რეფრეშმენტსი
გამოქვეყნდა: 21 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

სს "იბერია რეფრეშმენტსი" - "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის დამხმარის პოზიციაზე ქ. თბილისში.

კომპანიის ბრენდებია: "პეპსის" სრული ასორტიმენტი (Pepsi, 7UP, Mirinda), ენერგეტიკული სასმელი "Max Power", ლიმონათი "Iberia". კომპანია ახორციელებს ადგილობრივ წარმოებას და დისტრიბუციას.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ორხევი, თეთრი ჰესის დასახლება.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საწყობიდან მანქანის პროდუქციით დატვირთვაში და გადატანაში მონაწილეობის მიღება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის მიტანა უსაფრთხოდ და შეტანა შესაბამისი სტანდარტების დაცვით;
** დისტრიბუციის მძღოლთან ერთად ბორტზე ყოფნა და საჭიროების შემთხვევაში მისი ფუნქცია-მოვალეობების შეთავსება;
** ნედლეულის და მზა პროდუქციის გადმოტვირთვა და დასაწყობება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით;
** სასაწყობე მეურნეობაში საქონლის განთავსება/დალაგება მოთხოვნის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარ-ჩვევები:

** საშუალო განათლება;
** სადისტრიბუციო კომპანიაში/სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია (არ არის სავალდებულო) მართვის მოწმობის ქონა - B, C კატეგორია;
** ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისუნარიანობა.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: კვირაში 6 დღე.
** ანაზღაურება: 600-700 ლარი (ხელზე ასაღები)
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ორხევი, თეთრი ჰესის დასახლება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pepsi.ge და ელ-ფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "დისტრიბუტორის დამხმარე".

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 15 აპრილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |