www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფენოვანი ცომის სპეციალისტი
მომწოდებელი: წისქვილი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 23 მარტი / განცხადების ვადა: 22 აპრილი

თითქმის 20 წლიანი ისტორიით "წისქვილი ჯგუფი" ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული ტრადიციული სარესტორნე ქსელია; დღეის მდგომარეობით წარმოდგენილია ოთხი რესტორნით და სტუმრებს გამორჩეულ ქართულ ტრადიციულ გარემოში მასპინძლობს.

ვაკანტური პოზიცია: ფენოვანი ცომის სპეციალისტი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ცომის მომზადება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
** ფენოვანი პროდუქციის ფორმირება დადგენილ ვადებში და კომპანიის ხარისხის, ჰიგიენისა და სხვა მოთხოვნილი პირობების დაცვით;
** პროდუქციის მოთავსება შესაბამის კონტეინერებში;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;

მოთხოვნები:

** ფენოვან ცომთან მუშაობის გამოცდილება;
** გასაბრტყელებელ დანადგართან მუშაობის გამოცდილება
** უპირატესობა მიენიჭება ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა და სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღება;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბელიაშვილის 99
** განაკვეთი: სრული - 6 დღიანი

თუ გსურთ შეუერთდეთ წისქვილი ჯგუფის გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: mariam.gogokhia@tsiskvili.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თქვენ მიერ გამოგზავნილი მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, შესაძლოა რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |