www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შრომის უსაფრთხოების ოფიცერი
მომწოდებელი: პრაიმ ბეტონი
გამოქვეყნდა: 23 მარტი / განცხადების ვადა: 22 აპრილი

სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე.

"პრაიმ ბეტონი" არის ინფრასტრუქტურული, საპორტო და სამრეწველო ნაგებობათა მშენებარე თანამედროვე კონტრაქტორი, რომელიც აწარმოებს ბეტონს და ინერტულ მასალას. კომპანია უკვე მრავალი წელია მუშაობს დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად და აძლევს თანამშრომლებს როგორც საერთაშრისო, ასევე ადგილობრივ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას.

კომპანიის და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: http://www.primeconcrete.ge

პოზიციის დასახელება: შრომის უსაფრთხოების ოფიცერი
პოზიციის ადგილმდებარეობა: ფოთი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის შრომის უსაფრთხოების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** ობიექტზე შრომის უსაფრთხოების სისტემის და მასთან დაკავშირებული ყველა საჭირო პროცედურის დაცულობის უზრუნველყოფა;
** მუშახელის ყოველდღიური ტრეინინგი უსაფრთხოების ნორმებსა და პროცედურებთან დაკავშირებით;
** სამშენებლო პროექტის რეგულარული ინსპექტირება;
** დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების გატარება;
** პროექტთან დაკავშირებული უსაფრთხოების დოკუმენტაციის მართვა;
** მაქსიმალური კონტროლი იმ პროცესების რომლებიც მოიცავს განსაკუთრებით სახიფათო მოქმედების შესრულებას (სიმაღლეზე მოქმედება, შეზღუდულ სივრცეში მოქმედება, სახიფათო დანადგარებთან მუშაობა, ელექტრო ხელსაწყოების გამოყენება და ა.შ.).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სამშენებლო პროექტზე მუშაობის და შრომის უსაფრთხოების კუთხით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესების, პროცედურებისა და კანონმდებლობის ცოდნა;
** სასურველია ჰქონდეს შრომის უსაფრთხოების ოფიცრის აკრედიტაცია (შესაბამისი გამოცდის დამადასტურებელი დოკუმენტი);

პიროვნული თვისებები:

** ენერგიული, მოტივირებული, დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობით გამორჩეული;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი;
** მოლაპარაკების პროცესის სრული მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@primeconcrete.ge და გთხოვთ Subject ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |